|
2016-09-15 19:53:42, 1136 ნახვა
პოლიტიკა
კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა
საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, კომპაანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა. „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა წარმოების განვითარებასა და შემდგომში გაფართოების საკითხზე ისაუბრეს. ასევე , განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა. საწარმო ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებით საქმიანობას ეწევა. კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით).
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)