|
2015-03-12 15:52:50, 1251 ნახვა
ეკონომიკა
სერვისების განვითარების სააგენტო SIDA-სგან 1 500 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ერთსულოვნად დამტკიცდა 1 500 000 ევროს ოდენობის გრანტი SIDA-სგან, (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) შვედეთის მთავრობისგან. „მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შვედეთის მთავრობას და SIDA -ს საჯაროდ გადავუხადო მადლობა“, –განაცხადა მინისტრმა. ინფორმაციისთვის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს პროექტის: „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ განხორციელებას. პროექტი გულისხმობს სერვისების გაუმჯობესებას ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ–ის − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერების, ინოვაციების დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის გზით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)