|
2016-09-15 19:22:51, 1441 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა აშშ-ში ორმხრივი შეხვედრები გამართვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს (Tao Zhang) შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. ბატონმა ჟანგმა დააფიქსირა საქართველოსადმი სსფ-ის მხარდაჭერა გამოწვევებთან ბრძოლის გზაზე და ახალი რეფორმების გატარების პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პირველი მინისტრია, ვისაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლადდანიშნული განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ბატონი ტაო ჟანგი შეხვდა. შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, აშშ-ში საქართველოს საელჩოს დესპანი გიორგი ციკოლია. საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, სირილ მიულერმა. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, აგრეთვე, ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე. ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა სამაგალითოდ შეაფასეს და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)