09:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 16:38:25, 625 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი სამებაში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებსასეთი შვილების გაზრდისათვის; ვიზიარებთ მათ ტკივილს. ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტი გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდანსამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებშიგადაასვენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics