07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 15:38:24, 567 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 24-ე  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთვალყურეო ჯგუფის თავმჯდომარემ, ნოდარ კერესელიძემ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოკლედ შეაჯამა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს   სამოქმედო გეგმის ამოცანები, მიზნები და პრიორიტეტები გააცნო.

ნოდარ კერესელიძემ  ვეტერინარიის განვითარებისთვის, ვეტერინარულ განათლებასა და კერძო ვეტერინარული სამსახურების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  კერძო ვეტერინარული სექტორის გაძლიერების მიზნით მომავალი წლიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელდება იგეგმება, რასთან დაკავშირებითაც გადადგმულია რიგი პრაქტიკული ნაბიჯებისა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ბრუცელოზის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა,  რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ენიჭება. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზი გაუსვა სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრების შედეგიანობას და მადლობა გადაუხადა ყველა წევრს, განსაკუთრებით კი - საერთაშორისო ექსპერტებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

შეხვედრაზე განიხილეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტია. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმებზე და  დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD/GIPA) და  კერძო ვეტერინარული სექტორის წარმომადგენლები.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის  და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics