23:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 14:38:01, 687 ნახვა

პოლიტიკა
ტყემალაძე: მოვუწოდებ ჟვანიას გააკეთოს განცხადება ვინ ურეკავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ ორგანოებს

„თოფაძე, მრეწველები-ჩვენი სამშობლო“ ცესკოს თავმჯდომარეს მოუწოდებს განცხადება გააკეთოს, თუ ვისი ზეწოლით მოხსნა მათი პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან.

როგორც დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ჟვანია არაფერს იტყვის, პარტიის წევრები სამართალდამცავებს მიმართავენ.

„მოვუწოდებ თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება, ვინ ურეკავდა და ვისთან ნათქვამი სიტყვის გადათქმა უჭირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ამ პერიოდის განმავლობაში, საღამოს 20:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე ვისთან ჰქონდა თამარ ჟვანიას სატელეფონო კავშირი, ვინ სტუმრობდა ან ვის სტუმრობდა და ვისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება...

20:00 საათზე პრესსპიკერმა და თამარ ჟვანიამ სხვადასხვა არხის საშუალებით საზოგადოებას ამცნეს, რომ 29 პარტიიდან 28-მ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია. ერთმა, ანუ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არ წარადგინა დოკუმენტაცია, ანუ იმ 28 პარტიაში ჩვენც ვიგულისხმებოდით. დილით, 8:00 საათზე კი სატელევიზიო ეთერით გვამცნო მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ ჩაგვიბარებია სია და ეს არის საფუძველი, რომ ის გამოსცემს განკარგულებას. მას შევხვდი და სიტუაციის გარკვევის დროს დავუსვი შეკითხვა, რატომ გააკეთა ეს განცხადება, რადგან განცხადების გაკეთება არ უნდა უსწრებდეს წინ ქმედებას. ჯერ ქმედება უნდა განეხორციელებინა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა მოვეხსენით, გამოეცა განკარგულება და ამის შემდეგ ეუწყებინა საზოგადოებისთვის. მან მითხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ მე გეტყვით უარს და თქვენ სასამართლოში წახვალთ და სასამართლოთი აღიდგენთ თავსო“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. 

მისივე თქმით, თამარ ჟვანიამ კითხვაზე, თუ ვინ დაურეკა, ახსენა NDI, IRI, ეუთო, ხოლო შემდეგ გადათქვა თავისი სიტყვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics