|
2016-09-15 13:21:11, 563 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ჯანმო-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ევროპის რეგიონიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აირჩიეს. დავით სერგეენკო კოპენჰაგენში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 66-ე სესიას ესწრება, სადაც სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჯანდაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა. სამინისტროს ცნობით, დავით სერგეენკომ საქართველოში მოქალაქეთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მიმოიხილა და ყურადღება პროექტის განხორციელებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილა. „ჯანდაცვა არ არის ვინმეს პრივილეგია, ეს არის ყველას უფლება. საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელება ჩემი ქვეყნისთვის გახდა რეალობა, რადგან საქართველოს მთავრობამ ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავი მატებაა, თუმცა ის მაინც არის 50%-ზე დაბალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებია. ასეთი შეზღუდული ბიუჯეტით, ჩვენ შევძელით, შევბმოდით ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს, რომ მოგვცა საშუალება, განგვეხორციელებინა ასეთი ამბიციური პროექტი,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მოხსენებაში დავით სეგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება, აუდიტორიას პროგრამის მიმდინარეობის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის დახმარებაზე გამოთქვა მზაობა. „ჩვენ ვამაყობთ, რომ შარშან საქართველომ განახორციელა უკიდურესად ამბიციური პროექტი - C ჰეპატიტის ელიმინაცია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და მასში 15.000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო 10.000 პაციენტზე მეტი უკვე განიკურნა ამ დაავადებისგან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის რიგით 66-ე სესია კოპენჰაგენში, 12 სექტემბერს რეგიონული დირექტორის, ჟუჟანა ჯაკაბის სიტყვით გაიხსნა და 15 სექტემბერს დაიხურება.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)