23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:19:45, 983 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: მთელი „ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, ბოლო შემოდგომა დარჩათ

მთელი "ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, ბოლო შემოდგომა დარჩათ და კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტუმარად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მცდელობა პირველივე დღიდან ჰქონდა.

"ჯერ კიდევ 2012 წელს წინასაარჩევნოდ, 3-ჯერ თუ 4-ჯერ, ჩემთან რობერტ სტურუა იყო მოსული. ის, მეუბნებოდა, ბიძინა იცოდე, ესენი უსისხლოდ არ წავლენ. ბოლოს ის გაოცებული იყო, რა გააკეთე ასეთი, როგორ მოხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენ. როგორ მოხდა ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა არა ყველაფერი. პირობას გაძლევთ, რომ ოდესმე მოგიყვებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მან 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოც გაიხსენა და აღნიშნა, სააკაშვილს სხვა გზა არ ჰონდა და იძულებული გახდა წასულიყო.

"ეს მართლაც საოცრებაა, რომ მათ უსისხლოდ წასვლა ვაიძულეთ. მერე გამოვიდა სააკაშვილი და ამბობდა: ნახეთ, როგორი დემოკრატია გვაქვს, როგორ გადავაბარე ხელისუფლება. რისი გადამბარებელი იყო ეგ?! გასანძრევი არ ჰქონდა სხვა და იძულებული გახდა წასულიყო. მე ვახერხებდი მაგათ ინტრიგებზე წამოგებას, ვიცოდი, რომ გვისმენდნენ, ჩვენ ხომ დიდ აქციებს ვატარებდით, მათ შორის რაჭაშიც დიდი აქცია გვქონდა. სპეციალურად მირეკავდნენ, ვამბობდი: როგორი ბრიყვები არიან "ნაციონალები", ასეთი დიდი აქციები, რომ დაიწყოთ, ასეთ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებდით და სააკაშვილმა ეს "ჭამა". ამისთვის თბილისში მომზადება დაიწყეს. 80 ათასი კაცი მთელი დღე აგროვეს და სტადიონი ვერაფრით ვერ გაავსეს, 11 საათზე დანისნული მიტინგი 5-ჯერ გადადეს. რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისში ჩვენ გვქონდა მიტინგი, ამდენი ადამიანი ქალაქში არავის უნახავს. მე ვიცი, რომ 700 ათასძე მეტი ადამიანი იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნიშნა, რომ უწყებამ ნებისმიერი პროვოკაცია უნდა აღკვეთოს.

"რა თქმა უნდა მათ დესტაბილიზაციის სურვილი გააჩნიათ. ჩემი პრემიერობის დროს პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჩამოვართვით და კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ მაშინაც. ახლა პარლამენტში 46 კაცი ჰყავთ და ამჯერად 10 ეყოლებათ უკეთეს შემთხვევაში. შეიძლება საერთოდ ვერ შევიდნენ პარლამენტში, ამიტომ უკეთესი გზა ნახეს და ძალადობით ეცდებიან, რამე გააკეთონ. ვიღაცა კაცი უკრაინიდან გამოდის და რაღაცეებს ამბობს. თავისუფალი ტელევიზიის დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. დესტაბილიზაციის დიდი ცდუნება აქვთ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამენ", - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics