07:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:07:36, 630 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ №112 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად, №112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელების მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.

დავით ნარმანიას თქმით, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღებიმნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით ხვდებიან.

„დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც  ბაღები განახლებული  გარემოთი და გაუმჯობესებული მენიუთი ხვდებიან. პირობებიმნიშვნელოვნად მოწესრიგდა ჩვენი პატარებისთვის, რაც მათ ძალიან უხარიათ. ბავშვებს ჩვენ კიდევ უფრო გავახარებთ და მომდევნო ორი კვირის  განმავლობაში თბილისში,  კიდევ სამახალბაღს გავხსნით. ამას გარდა, შემოდგომაზე ექვსი ახალი ბაღის მშენებლობასაც დავიწყებთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთიმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე №112 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 68 ბაღიდან, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნულ ბაღში7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილებიგარემონტდა. გარდა ამისა, შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ: 35 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები;  8 საბავშვო ბაგა-ბაღში აღდგა შენობებისდაზიანებული ფასადები. 6 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა დაზიანებული სახურავების აღდგენა-შეკეთება. 13 საბავშვო ბაგა-ბაღშიგარემონტდა  სველი წერტილები და სამზარეულოები. 2 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდა სრული აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; 68 საბავშვო ბაგა-ბაღშიგანხორციელდაშიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სათამაშო ჯგუფების, საძინებლების, დარბაზებისა და ადმინისტრაციული ოთახების რემონტს. 16 საბავშვო ბაგა-ბაღში კი მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი ღობეების მოწყობა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics