|
2016-09-15 12:45:19, 655 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ კვებითი მომსახურების შესყიდვის ტენდერში ინტერესთა გამოხატვაზე წინადადებების მიღება 23 სექტემბერს სრულდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უწყების მიერ კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით დაინტერსებულ პირებს შეახსენებს, რომ ინტერესთა გამოხატვაზე წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სრულდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მომსახურეთა, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა კვებითი მომსახურების შესყიდვას, საიდუმლო შესყიდვის ახალი ელექტრონული პროცედურებით ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით კომპანიებმა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების გამოქვეყნებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოში უნდა წარადგინონ განაცხადი ინტერესის გამოხატვის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 23 სექტემბრის 18:00 საათამდე. არასაიდუმლო ფორმით დაგვიანებით წარდგენილი წინადადებები არ განიხილება. შემსყიდველი პრეტენდენტს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას საიდუმლო წესით, ინტერესის გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში გადასცემს. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადებაში მითითებული წინადადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა დააფიქსიროს კვებითი მომსახურების საერთო ღირებულება, გამოსახული პირობით ერთეულში. ვაჭრობა გაიმართება მხოლოდ ძირითად დროში დამატებითი რაუნდების გარეშე პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობის დაცვით. კვებითი მომსახურების სავარაუდო ღირებულების, ინტერესთა გამოხატვისა და ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე tenders.procurement.gov.ge/ განცხადების ნომერი GEO160000526, ასევე, საკონტაქტო პირთან დაკავშირებით - 599488715 ანა გიორგობიანი. (NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)