|
2016-09-15 12:21:01, 1397 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში აგვისტოში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 25.3 %-ით გაიზარდა
2016 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 245.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 25.3 პროცენტით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მათივე ცნობით, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა. 2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მლნ აშშ დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)