15 სექტემბერს, 08:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს კომაროვის N 199-ე სკოლაში მიულოცავს. 10:00 საათზე მინისტრი 186-ე, ხოლო 11:15 საათზე #112 -ე სკოლას ეწვევა.
მის: კომაროვის N 199-ე სკოლა -ვაჟა-ფშაველას გამზ. N49; 186-ე სკოლა - დ/დიღომი, იოანე პეტრიწის ქ. N8ბ; 112-ე სკოლა - ც.დადიანის ქ. №28
15 სექტემბერს, 09.00 საათზე, ჩუღურთის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი კიევის ქუჩაზე, თბილისის #30-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.
15 სექტემბერს, 10:30 საათზე, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
15 სექტემბერს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონდი კონსტანტას სარჩელზე საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ ჩანიშნულია მთავარი სხდომა.
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კუსტბის საბაგიროზე მიმდინარე სამუშაობს დაათვალიერებს.
მის.: კუსტბა(საბაგიროს ზედა სადგური)
საკონტაქტო პირი ლელა სეთურიძე - 577 97 47 90
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: გულუას ქ. №6
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კონსერვატორიის შენობას ეწვევა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებს.
15 სექტემბერს, 12:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ”ვარდების რევოლუცია #2”-ის დაფინანსება უკვე დაიწყო".
მის.: ი. ხვიჩიას ქ. #17
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642
15 სექტემბერს, 12:00 საათზე, შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის ორგანიზებით ,,რუსთავის აზოტი“-ს სამმართველოს წინ აქცია გაიმართება.
მის: რუსთავი, მშვიდობის ქ. N2
საკონტაქტო პირი გელა ბიჭიაშვილი - 599 175 163
15 სექტემბერს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.
15 სექტემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს შესასვლელთან, „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ მხარდაჭერით, ვერეს სტიქიის დაზარალებული და მათი ადვოკატი თამილა ქუთათელაძე აქციას გამათავენ, რომლის დასასრულსაც ისინი მთავარი პროკურატურისაგან გამოძიების დროულად დასრულების მოთხოვნით კარავს დადგმენ და შიმშილობას დაიწყებენ.
საკონტაქტო პირი სოფო ძიგუა - 593 46 44 43
15 სექტემბერს, 14:00 საათზე, კინოს სახლში, ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558 12 3412
15 სექტემბერს, 16:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
15 სექტემბერს, 19:00 საათზე, სტარტაპების კონკურსის "Creative business
cup"-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
მის: კოტე აფხაძის ქ. #44, "ტერასა 360"
15 სექტემბერს, 20:00 საათზე, პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან