23:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 21:43:16, 1143 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო დაათვალიერა

40 ადამიანი დასაქმდა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში ამოქმედებულ საწარმოში, რომელიც პარალონს და პოლიურეთანს აწარმოებს. შპს „დენოლას“ ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. „დენოლაში“ ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია.

საწარმოს შესაქმნელად, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში    კომპანიამ 2 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა  4.800 000 ლარს შეადგენს.

„ეს არის 4 000 კვ. მეტრზე განლაგებული საწარმო,  რომელიც გახლავთ, ასე ვთქვათ, ნულიდან აშენებული. ძალიან სასიხარულოა, რომ პროდუქცია,  რომელიცა ქ იწარმოება,  რეალურად სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით. პარალონის 10 მილიონის იმპორტი შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ კომპანიამ 7 მილიონის იმპორტის ჩანაცვლება შეძლო და ეს მოახერხა იმით, რომ აქვთ საუკეთესო ხარისხი და ძალიან კარგი ფასები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა არსებული პროდუქციისა, კომპანია  აპირებს განავითაროს თავისი წარმოება და დაამატოს არაერთი ახალი პროდუქტი და  ასევე ახალი  სამუშაო ადგილები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პროდუქციას დამატებით ღირებულებას მატებს ის ფაქტი,  რომ პარალონის შესაქმნელად გამოსაყენებელი ნედლეულით იწარმოება ასევე სხვა ტიპის პროდუქციაც,  მათ შორის წებო და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი.

„დენოლას“ ფინანსური დირექტორის,  მარიამ აბაშიძის განცხადებით, პროდუქტი ექსპორტზე უკვე გადის აზერბაიჯანში და იგეგმება მისი ევროპაში გატანაც.  „ჩვენი საწარმო  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დამსახურებით  შეიქმნა და  რომ არა მთავრობის ეს ინიციატივა, ნამდვილად  გაგვიჭირდებოდა ჩვენი იდეის განხორციელება“ – განაცხადა მარიამ აბაშიძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics