21:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 18:37:56, 572 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს, ემანუელის ზინგერისს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმრებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში და, აგრეთვე, არჩევნების დღეს მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების შეფასებას უზრუნველყოფენ.

შს მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულების უზრუნველყოფა, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების დაცვით.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარესთან ერთად დაგეგმილია საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის დეტალური გეგმის და მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics