21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:25:10, 583 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ქვეყანაში „კაგებეშნიკური“ მეთოდები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ეს ჩანაწერი ყველასთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ არ გვინდოდა, რომ გასაღები შიგნით დარჩენილიყო და ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მაგ სისტემაში მაქსიმალური ტრანსპარენტულობა გვინდა, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

„ჩვენ პარლამენტში მოსმენების შესახებ კანონს მხარი არ დავუჭირეთ და ერთი ამბავი ავტეხეთ. ეს ჩანაწერი ყველასთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ არ გვინდოდა, რომ გასაღები შიგნით დარჩენილიყო და ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მაგ სისტემაში მაქსიმალური ტრანსპარენტულობა გვინდა. ეს არის ეპოქალური ცვლილება, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს. ქვეყანაში „კაგებეშნიკური“ მეთოდები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. სასარგებლო ლუსტრაციის პერიოდია და ეს სასარგებლოა“, - აცხადებს „ექსპრენსიუსთან“ საუბრისას დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა  „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics