08:55 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 16:33:33, 733 ნახვა

საზოგადოება
გოდერძი თევზაძის მეუღლე საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მეუღლე ირმა ბოლოთაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ ირმა ბოლოთაშვილმა პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.   

როგორც დაკავებულის მეუღლე აცხადებს, თევზაძე უდანაშაულოა და საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა.   

"გადავწყვიტე პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო და შიმშილობა ჯერ პროკურატურასთან დავიწყო და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გავაგრძელო", - განაცხადა ირმა ბოლოთაშვილმა.     

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ამ დროისთვის დემური სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის ახლობლებმა დღეს აქცია გამართეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics