|
2016-09-14 15:38:34, 790 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ ისევ დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს
„ხელისუფლებამ ისევ დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს, მათ შორის ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის დირექტორს და ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გავარცელებულ საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. „სამწუხაროდ ხელისუფლებამ ბოლო 3 წელია "რუსთავი 2"-თან და პირადად ჩემთან მუდმივი პოლემიკის რეჟიმში ყოფნა აირჩია. როგორც ჩანს მეტი საქმე არ აქვთ, მათ შორის არც საარჩევნოდ, ეს სხვათაშორის ქვეყანასაც ეტყობა. ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო, დიახ, ნამდვილად სკანდალურია, მაგრამ სკანდალურია არა მისი შინაარსი, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ ისევ დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს, მათ შორის ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის დირექტორს და ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს. გვისმენს და ისევ ძველი ხელწერით აქვეყნებს ამ ჩანაწერებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. რუსული საიტის მეშვეობით ტვირთავს Youtube-ზე, საიდანაც მყისიერად ხდება "რეპორტიორის" მსგავსი სამთავრობო შავ-ბნელი სააგენტოს მიერ ამის გავრცელება. ის, რომ ეს სააგენტო სამთავრობო საიტია ყველამ იცის. საიდან გაიგო "რეპორტიორმა" წუთების განმავლობაში, რომ სადღაც რუსულმა სააგენტომ რაღაცა ატვირთა, ეს გამოძიებას უნდა აინტერესებდეს“, - აღნიშნა გვარამიამ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი გავრცელებული საუბრის ნადმვილობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. „რაც შეეხება ჩანაწერს, მე მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის გამოქვეყნების მერეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, ჯერ ერთი ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, მაგრამ ჩანაწერი არის დამონტაჟებული, ამაზე მერე ვისაუბრებ. რაც შეეხება საუბარს, მე ვესაუბრები მიხეილ სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, თინა ხიდაშელსაც, ირაკლი ალასანიასაც, ყველას ვესაუბრები და ეს არის ჩემი პირადი საქმე. არაფერი უკანონო ამაში არ არის. ჩვენ ვართ მედია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. მათ შორის კომუნიკაცია გვაქვს სახელისუფლებო პარტიასთან, უბრალოდ მე პირადად არ მაქვს ეს კომუნიკაცია, იმიტომ, რომ არავისთან იქ არ ვმეგობრობ. არავინ ღირებული იქ არ არის ვისაც მე იქ დაველაპარაკებოდი“, - აღნიშნა გვარამიამ. მან ბურჭულაძესთან საუბრის შინაარსიც განმარტა: „რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, მასთან ურთიერთობის მრავალი წელი მაკავშირებს. ამასთან, „რუსთავი 2“ მისი პარტნიორი ტელევიზიაა, საქველმოქმედო საქმიანობაში. ჩემთვის მნინშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური ხაზი და ის, თუ რამდენად დიდ თანხვედრაშია ეს ხაზი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკასთან. არასდროს დამიმალავს, რომ ჩვენთვის წყალგამყოფი არის პროდასავლური ორიენტაცია. მივიჩნევთ, რომ "ქართული ოცნება" არ არის პროდასავლური ძალა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტია ეთერში ვერ მოხვდება. ჩვენ ყველაზე დაბალანსებული ეთერი გვაქვს, მაგრამ ვისთან ვითანამშრომლებთ ეს ჩვენი გადასაწყვეტია. სწორედ ამაზე ვესაუბრე ბატონ ბურჭულაძეს. სასაცილოა, რომ ამისგან რაღაც კონსპირაციები ხდება. უფრო ხისტი ფორმით ჩემი აზრი სოციალურ ქსელში გამოვთვქი. ამაში სკანდალური არაფერია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)