23:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 15:05:59, 1314 ნახვა

ეკონომიკა
მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება

თბილისში  მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება.

როგორც “სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა,  ცენტრს 60-ზე მეტ წამყვან კომპანიასთან საქართველოსა და  უცხოეთში  თანამშრომლობის კომუნიკე უკვე გაფორმებული აქვს.

„სილიკონ ველი თბილისი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, IT აკადემიას, ბიზნეს აქსელატორს, გადამზადების ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარების ცენტრს, დასაქმების პლატფორმას, კვლევით ცენტრს, მედია ველს, სკოლას,  ტექნოლოგიების საკვირაო სკოლასა და სპორტულ ინფრასტრუქტურას.

„სილიკონ ველი თბილისი“ ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირის  ნომერ 82-ში,  სუფთა, გამწვანებულ და რეკრეაციულ ადგილზე მდებარეობს. ის ოფიციალურ გახსნამდე  რამდენიმე დღით ადრე,  მედიის წარმომადგენლებმა დავათვალიერეთ.

როგორც აღინიშნა, "სილიკონ ველი თბილისმა" მოიპოვა  ექსკლუზიური წვდომა  გლობალურ სამუშაო  ადგილებზე საქართველოდან დასაქმების შესაძლებლობაში, სადაც ყოველდღიურად  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის  მეგა კომპანიები ათ მილიონზე მეტ  სამუშაო ადგილზე საკუთარ მოთხოვნებს აფიქსირებენ.

" პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა განათლების მიღებისა სტუდენტებს  შეეძლებათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ადგილზევე დასაქმდნენ. დასაქმებაში იგულისხმება, როგორც საქართველოში არსებული ყველა წარმატებული კომპანია, ასევე იგულისხმება დასაქმება საქართველოდან უცხოეთში. სწორი გადამზადების შემთხვევაში შესაძლებელია გავაჩინოთ სრულიად ახალი სამუშაო ადგილები. პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და განათლების კლასტერი ფუნქციონირებს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ასევე, მეორე ფაზის განხორციელებას მალევე დავიწყებთ, რომელიც გულისხმობს საერთო საცხოვრებლების მშენებლობას, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონის სხვა  ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და  ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის  მიხეილ ბატიაშვილის თქმით,  "სილიკონ  ველი  თბილისის" მიზანია,  გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო  ჰაბი, გლობალიზაციის პირობებში  უპასუხოს განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, მოამზადოს მსოფლიო სტანდარტების  მაღალკვალიფიცური კადრები, რომლებიც "სილიკონ ველი თბილისის" მენეჯმენტის დახმარებით, მსოფლიოს  წამყვან კორპორაციებში ქვეყნიდან გაუსვლელად დასაქმდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics