20:37 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:24:46, 1375 ნახვა

სამართალი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: მოვუწოდებთ ბურჭულაძეს და გვარამიას, მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და  გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

„საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების,  სატელეფონო და სხვასახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას.

თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინეტრნეტში გავცელდა ვიოდეოჩანაწერი, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სახელმწიფო ხალხისთვის“   ლიდერს პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics