07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 13:59:45, 558 ნახვა

საზოგადოება
Steirische Wirtschaft: საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება

ავსტრიის რესპუბლიკის შტაიერმარკის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის გამოცემა - „Steirische Wirtschaft“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეტა სამინისტროდან აცნობეს, სტატიის ავტორი გამოცემის რედაქტორი კლაუს კრაინერია. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას საერთაშორისო კუთხით აღიარება მოუტანა.

კლაუს კრაინერს მოჰყავს ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის გეორგ კარაბაჩეკის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა ძალზედ სტაბილურია და ქვეყანას გააჩნია მყარი საბაზრო-ეკონომიკური, ლიბერალური და ევროპასთან დაახლოებული სტრუქტურა. გეორგ კარაბაჩეკის თქმით ბოლო წლებში რეფორმებზე ორიენტირებულმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა 2,8 %-მდე გაზარდა, რამაც ინფრასტრუქტურის სფეროს აღმასვლა განაპირობა. ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით თვალსაჩინოა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ძლიერი განვითარება, რაც ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების ნაწილია.

სტატიის ავტორი ასევე საუბრობს იმ ავსტრიულ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, მათ შორისაა „Gebrüder Weiss“, „Orion-Leuchten“, „Schirnhofer“. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან ავსტრიული ექსპორტი საქართველოში 57,8-იდან 72,8 მილიონ ევრომდე, თითქმის 30 %-ით, გაიზარდა. როგორც კლაუს კრაინერი აცხადებს ამ მაჩვენებლით საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა და რეიტინგით ავსტრიის სავაჭრო პარტნიორებს შორის 78-ე ადგილზე ავიდა.

უწყების ცნობით, სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განსაკუთრებით კი ჰიდროენერგეტიკის სექტორში. კლაუს კრაინერის თქმით, ამ მიმართულებით შტაიერმარკის ფედერალურ მიწას და საერთოდ, ავსტრიას ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics