14:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 12:43:01, 325 ნახვა

საზოგადოება
2016 წელს ენგურჰესის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება

„2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეფერხებების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აწვდიდა და მომავალშიც მიაწვდის ელექტროენერგიას.

„ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ეს წლებია გამყარებულია კარგი ურთიერთობა, ახლაც გრძელდება. იცით რომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროსადგურებზე, გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ მოვინახულეთ ენგურის ჰიდროაგრეგატები, რომელიც განთავსებულია საბერიოში. 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალინ მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით. იცით, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მომარაგებაზე. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ვაწვდით ელექტროენერგიას, ამ ყველაფრის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ტარდებოდა და ჩატარდება... ჩვენ ვიღებთ ხარჯებს ჩვენს თავზე. იყო პრობლემები, როდესაც პრობლემები ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურს და ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზეთს, რომ ჩაბნელებული არ ყოფილიყო“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის საკითხებზე კონსულტაციებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კომპანიის წარმომადგენლებთან სისტემატურად ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics