14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-10 10:32:52, 393 ნახვა

სამართალი
შსს-ს ექვსი თანამშრომელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის – ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის 27 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის მცხეთის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ზ.ბ. დააკავეს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, 2014 წლის 29 დეკემბერს, სასამართლომ ზ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მეორე განყოფილების დაცვის ინსპექტორი ნ.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს, სასამართლომ ნ.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბ.ჩ. დააკავეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს სასამართლომ ბ.ჩ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს ზესტაფონში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების დასავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ზესტაფონის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ვ.ჭ. დააკავეს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს დეკემბერს სასამართლომ ვ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში მცხოვრები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის მეორე ოცეულის მებრძოლი გ.ლ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

2015 წლის 6 იანვარს სასამართლომ გ.გ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics