21:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:13:43, 544 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნებიდან“  ისნის 05-08 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის პირველი კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

კანდიდატის თქმით,   მთავარი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარება,  ახალგაზრდების სტიმულირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით,  ვაზისუბანში იგეგმება მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა.

ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გარემონტდება სადარბაზოები, შეკეთდება დაზიანებული ლიფტები, გაგრძელდება სპორტული მოედნების და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა. 

ირაკლი აბუსერიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ქადაგიძეც წარუდგინა.

„ზურაბ ქადაგიძე ძალიან ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდაა.  დარწმუნებული ვარ,  რომ  გულთან ახლოს მიიტანს თითოეული მცხოვრების პრობლემას და დაეხამრება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში. ის თქვენი ღირსეული წარმომადგენელი იქნება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics