20:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 11:54:38, 583 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ივანიშვილმა მითხრა, ტელეფონზე იმ შემთხვევაში გიპასუხებთ, თუ ქვეყანა იქცევაო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში ისაუბრა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

“ჩრდილოვანი მმართველობა შეიძლება იყოს 10%- იანი და შეიძლება იყოს 100 %-იანი. შეიძლება იყოს ყოველდღიური, შეიძლება იყოს ყოველთვიური, ასე რომ, აქ ერთი ხელის მოსმით იმის თქმა, რომ ჩრდილოვანი მმართველობაა და რაღაცა ცუდი ხდება… ეს ასე არ არის. არაფორმალური მმართველობა პროცენტებში ვარირებდა: 5-დან შეიძლება 40-მდე. თქვენ ახლა ამის დაჯერება ძალიან გაგიჭირდებათ, იქიდან გამომდინარე, რა დონის აქტიურობასაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვხედავთ ახლა, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით, რომ მარტში სამი პირი ვისხედით ოთახში, დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში, გვქონდა ძალიან პოლიტიკური და ემოციური საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ ჩამოვართვით ხელი და ორი დავემშვიდობეთ ერთს, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ის ორნი ვიყავით მე და კვირიკაშვილი. ივანიშვილმა თქვა, ახლა უკვე მართლა, ერთხელ და სამუდამოდ წავედი და მორჩა.

ერთადერთი საკითხი იყო დარჩენილი, რომელზეც ჩვენ შეიძლება კიდევ ვისაუბროთო და დანარჩენზე ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით, ტელეფონზე იმ შემთხვევაში გიპასუხებთ, თუ ქვეყანა იქცევაო. მე თქვენ არასოდეს დაგირეკავთო. ყოფილა ასეთი ვითარებებიც, როცა დაგვმშვიდობებია, მაგრამ ვერ დაგვმშვიდობებია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთ მაგალითად 2013 წელი დაასახელა.

“2013 წლის ბოლოსაც, როდესაც პრემიერობიდან გადადგა, ასევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაშინ ოთხნი ვისხედით ოთახში: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მე, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. იქაც დავემშვიოდებთ ერთმანეთს, თქვა წავედი, მორჩა ახლა თქვენო, მაგრამ ერთ კვირაში აირია მონასტერი პრეზიდენტსა და სხვა თემებზე და მოსვლა მოუწია. მე როდესაც ვამბობდი, რომ არ უნდა წახვიდე-მეთქი, ამას პირისპირაც ვეუბნებოდი და საჯაროდაც ვამბობდი. ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობდი, რომ რაიმე პერსონალური ემოციური ბმა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან და ხელისუფლებაში მის არყოფნას ვერ გადავიტანდი, ამას იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ ვხედავდი: ის სისტემა, ის ხალხი, გუნდი თუ მმართველობითი იერარქია, რომელსაც ქვეყანა ჩაბარდა, ვერ შეძლებდა გადაწყვეტილებების მიღებას, არ ყოფნიდა პასუხისმგებლობა, არ ყოფნიდა ხედვა, რისკის გაწევის უნარი”, – განაცხადა უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics