20:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:00:13, 524 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფლების ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრის მიზანი ადგილობრივებისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა და მათი პრობლემების მოსმენა იყო. შეხვედრისას მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

შეხვედრების დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ვაზისუბანში გოჩა კობახიძის, ხოლო ველისციხეში სოფო ყავალაშვილის ოჯახები მოინახულა. გოჩა კობახიძეს ზურგის ტვინის სიმსივნე აქვს, იგი 12 წელია, ლოგინადაა ჩავარდნილი და დახმარებას დაპირდა.

სოფო ყავალაშვილი კი, მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტია. მან ქვეყნის მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. დავით სონღულაშვილმა მას მიღებული შედეგი მიულოცა და წარმატება უსურვა. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფოს მსგავს ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წარმატების მიღწევაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემო, რომ მათ შეეძლოთ თვითრეალიზაცია, ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა. ნათელი მომავალი ახალგაზრდების განვითარებაშია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics