06:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 10:37:52, 528 ნახვა

საზოგადოება
ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის პირველი ტური დასრულდა

ლიბერთი ბანკის პარტნიორობითა და კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით, საქართველოში მიმდინარეობს კამპანია - „ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით!".

ლიბერთი ბანკი, საკუთარი მომსახურების არხების მეშვეობით, შერჩეულ რეგიონებში ავრცელებს კომპანია ეივონთან ერთად შემუშავებულ საგანმანათლებლო ლიტერატურას თვითშემოწმებისა და სკრინინგის საჭიროების შესახებ. დამატებით, ლიბერთი ბანკის მომსახურების არხების მეშვეობით, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას, თუ როდის ეწვევა მის სოფელთან თუ ქალაქთან ახლომდებარე დასახლებას კომპანია ეივონის მობილური კლინიკა.

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანია 2016 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო. კამპანიის პირველი ტურის ფარგლებში,  მობილური კლინიკები უკვე ეწვია რაჭასა და სვანეთს, სადაც 250 -ზე მეტ ქალბატონს ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევები და მამოგრაფიული დიაგნოსტიკა. მეორე ტური დაგეგმილია ოქტომბრის თვეში, გურიასა და სამეგრელოში.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში - დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება შესაძლებელია. მუდმივი თვითშემოწმება და სკრინინგი, საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ქალბატონმა მიიღოს ინფორმაცია თვითშემოწმების მეთოდებისა და სკრინინგის შესახებ.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა იმ დასახლებებისთვის, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის განვითარებული. ჩვენი მომსახურებით, პირველ ტურში უკვე 250 -ზე მეტმა ქალბატონმა ისარგებლა და ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, როდესაც ჩვენი მობილური კლინიკა სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს და მიმდინარე წლის ბოლომდე სამეგრელოსა და გურიის მხარესაც დავფარავთ" - აღნიშნა კომპანია ეივონ კოსმეტიქს საქართველოს მარკეტინგის მენეჯერმა, გიგა ვაშაკიძემ.

„ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალბატონთა ინფორმირების ზრდაა. ამ კამპანიაში ჩართვით, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქალბატონს მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც მობილური კლინიკის ვიზიტის შესახებ, ასევე ყველა იმ საშუალების შესახებ, რისი გამოყენებაც ქალბატონებს ძუძუს კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად შეუძლიათ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ამ კეთილ საქმეში" - აღნიშნა ლიბერთი ბანკის სტრატეგიული გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ნინო თავაძემ.

 

დამატებითი იფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ - 032 2508 508

სოციალურ ქსელებში, ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიაზე შეგიძლიათ გააზიაროთ #-ით

#ვარდისფერიბაფთა #შეღებექვეყანავარდისფრად #ვარდისფერიოქტომბერი

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics