08:54 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 16:48:36, 835 ნახვა

საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსი“ 5 წლისაა

მულტიპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსმა“ 5 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილეს კლინიკის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

კლინიკაში ამჟამად დასაქმებულმა  1200-მდე ადამიანმა  288 000 პაციენტს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.  

„სანდოობა და პაციენტის კეთილდღეობა ჩვენი, როგორც ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საქმიანობის საწინდარია. ჩვენი მიმართულებაა კეთილსინდისიერება თითოეულ დეპარტამენტში. „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიზანია ყველას შესთავაზოს სრული, მაღალი ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობა“- აცხადებენ „ნიუ ჰოსპიტალსში“. 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს რეგიონში და მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ევროპული ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც განპირობებულია 35 მილიონი ევროს ოდენობის მთლიანი ინვესტიციით.  „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ  კლინიკებთან.  ჩვენი მენეჯმენტი ორიენტირებულია დასაქამებულთა უწყვეტ პროფესულ განათლებასა და განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამედიცინო პერსონალი  მუდმივად ეცნობა საერთაშორისო მიღწევებს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში და ნერგავს ამ სტანდარტებს საქართველოში. 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ არის ერთ-ერთი პირველი ქართული მულტიპროფილური კლინიკა, რომლემაც დაიწყო აქტიური მუშაობა სამედიცინო ტურიზმის მიმარულებით. დღესდღეობით, ჩვენი კლინიკა 20,000-ზე მეტ უცხოელ პაციენტს მოემსახურა.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics