2016-09-13 15:54:28, 699 ნახვა
საზოგადოება
გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გორის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, დაჭლი 40-წლამდე ასაკისაა.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 117-ე მუხლით, პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება მოტივს, ის ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან