07:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 15:58:24, 627 ნახვა

რეგიონი
ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი 12-16 სექტემბერს  საქართველოს ისტორიაში პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზღვაო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

მათივე ინფორმაციით, დელეგატებს მიესალმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

ბათუმის, როგორც საქართველოს საზღვაო ცენტრის შესახებ ისაუბრა აჭარის   მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

 „ჩვენი ქალაქის წარმატება - ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმის, როგორც ერთგვარი საზღვაო დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც  და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში  9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან, მითუმეტეს დღეს, როცა ცნობილი "აბრეშუმის გზის" აღდგენის პროექტში საზღვაო მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“,-განაცხადა პატარაძემ.

ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 300-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის სახელოვანი წარმომადგენლები.  ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო სახელმწიფოდ წარმოჩენა.

ღონისძიების მასპინძელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics