14:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 10:56:38, 288 ნახვა

საზოგადოება
მსახიობ ოთარ კობერიძეს დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობს, რეჟისორს და სცენარისტს ოთარ კობერიძეს დღეს დაკრძალავენ.

კობერიძეს დიდუბის ეკლესიიდან 15:00 საათზე  გამოასვენებენ.

 ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა. “ბაში აჩუკი”, “მამულქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics