06:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:39:11, 577 ნახვა

საზოგადოება
პუშკინის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გაიხსნა

პუშკინის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების უმრავლესობა, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის, ორთაჭალისა და გმირთა მოედნისკენ ჭანტურიას ქუჩის გავლით მოძრაობდნენ, ამიერიდან პუშკინის ქუჩით ივლიან.

თბილისის მერიამ შეცვალა ავტობუსების შემდეგი მარშრუტები: N14, 33, 61, 88, 140, 150, 37, 46 და 122. ანალოგიური გადაწყვეტილება შეეხო მიკროავტობუსებს: N2, 4, 19, 31, 72, 141, 170, 176, 67, 120, 131-სა და 149-ს. 

"დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პუშკინის ქუჩის თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გახსნით საზოგადოების მაღალი ინტერესი გაითვალისწინა",-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics