2016-09-12 22:32:24, 538 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 სექტემბრის სპეციალური ანონსი
13 სექტემბერს, 08:30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო ”ჰილტონში“ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
13 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორის” საკონფერენციო დარბაზში ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 13-14 ივნისის თბილისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
13 სექტემბერი, 10:30 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოთარ სირაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
13 სექტემბერს, 11:00 საათზე, საარჩევნო ბლოკ ”დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსის” წევრი მერაბ ჭიქაშვილი ბრიფინგს გამართავს.
მის.: გორგასლის ქ. #13, ბალნეოლოგიური კურორტის გვერდზე, დანგრეული 14 ოჯახიანი სახლის ტერიტორიაზე.
13 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნას უმასპინძლებს.
მის: თბილისი, პარლამენტის C კორპუსი, -1 სართული (შესასვლელი პარლამენტის შიდა ეზოდან)
13 სექტემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეათე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
13 სექტემბერს, 11:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გამართავს.
თემა: „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენსიის სისტემის განვითარება“.
13 სექტემბერს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვევა.
13 სექტემბერს, 11:30 საათზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, საარჩევნო სიის 67-ე წევრი შოთა ხაბარელი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
13 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #4
13 სექტემბერს, 12:00 საათზე, ,,რესპუბლიკური პარტიის” ცენტრალურ ოფისთან შშმპ პირების და საქველმოქმედო ფონდ ”ღვთის შვილების” აქცია გაიმართება.
13 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ რეპეტიცია და მედიატური.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ვახტანგ კახიძე და სოლისტები.
მის: აღმაშენებლის გამზ. N123/125
საკონტაქტო პირი ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87
13 სექტემბერს, 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში, საყდრისის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.
13 სექტემბერს, 15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
მის : თავისუფლების #2
13 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან