|
2016-09-12 18:07:12, 976 ნახვა
საზოგადოება
უფრთხილდით "მაგთის“
"მაგთიკომი" მომხმარებლებს არარსებულ დავალიანებებს აკისრებს. "მაგთიკომი" მომხმარებელს დავალიანებას გაუქმებული ხელშეკრულების პირობებშიც აკისრებს. მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი "მომსახურების ზონიდან "სამუდამოდ" გასული" მომხმარებლისგან "დავალიანების"გადახდას მოითხოვს. კომპანიამ საინფორმაციო სააგენტო "პირველს" უკანონოდ დააკისრა გადასახადი მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა, მისი მომსახურებით აღარ სარგებლობს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "კავკასუს ონლაინი" "მაგთიკომმა" შეიძინა, 7 ივლისს, სააგენტო "პირველმა" მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ აგვისტოს თვეში, "კავკასუს ონლაინი" წყვეტდა მომსახურების მიწოდებას და მას გააგრძელებდა "მაგთიკომი". "გაცნობებთ, რომ შპს "მაგთიკომსა" და შპს "კავკასუს ონლაინს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, აგვისტოს თვეში, კომპანია წყვეტს მომსახურების მიწოდებას და მას გააგრძლებს "მაგთიკომი". შესაბამისად, "მაგთიკომი" ჩაენაცვლება "კავკასუს ონლაინს" ხელშეკრულების მხარედ და იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რომელიც გათვალისიწნებულია თქვენსა და "კავკასუს ონლაინს" შორის მოქმედ ხელშეკრულებაში. აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების გამწევი კომპანიის ცვლილება დაგეგმილია აგვისტოს თვეში, ზუსტი თარიღი გეცნობებათ დამატებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული თარიღიდან, ანგარიშსწორება უნდა აწარმოოთ "მაგთიკომთან", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ, შპს "პირველის" დირექტორმა, დიმიტრი ტიკარაძემ "კავკასუს ონლაინს" ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა, რომ "პირველს" არ სურს ისეთ უპასუხისმგებლო კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც "მაგთიკომია", რის მიზეზადაც, კომპანიის დირექტორი "მაგთიკომთან" თანამშრომლობის გამოცდილებას ასახელებს. როგორც დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, "მაგთიკომი" "პირველს" საეჭვო დარიცხვებს აკისრებდა, რაზეც არგუმენტირებული პასუხის მიღება ვერ მოხდა. "გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს, ვითანამშრომლოთ "მაგთიკომთან". ჩვენი პირადი გამოცდილებით, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო კომპანია. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, მოგმართავთ ოფიციალური წერილით და მოვითხოვთ ხელშეკრულების შეწყეტას",- ნათქვამია "პირველს" მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში. ამის შემდეგ, 8 ივლისს, შპს "პირველიდან" "კავკასუს ონლაინს" გაეგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც კომპანია მოქმედი ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. თავის მხრივ, "კავკასუს ონლაინმა" "პირველს" უპასუხა, რომ პირველი აგვისტოდან, შპს "პირველზე" შეწყდება დარიცხვები. ამასთან, შპს "პირველის" დირექტორი დიმიტრი ტიკარაძე, პირადად დაუკავშირდა "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენელს ნათია ნათიშვილს, რომელსაც კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ "პირველი" არ აპირებს "მაგთიკომის" მომსახურების მიღებას და წყვეტს 2013 წლის 15 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებას. მიუხედავად იმისა, რომ "კავკასუს ონლაინმა" არაერთხელ მიიღო შეტყობინება ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნაზე, 26 ივლისს, "პირველმა" "კავკასუსისგან" კვლავ მიიღო საინფორმაციო სახის გზავნილი, რომ პირველი აგვისტოდან, მომხმარებელს "მაგთიკომი" მოემსახურება. თავის მხრივ, "პირველმა" კვლავ შეატყობინა კომპანიას, რომ მას "მაგთიკომთან" თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდა და ელექტრონული ფოსტის მისამართის სიიდან ამოღება მოითხოვა. 28 ივლისს, "პირველმა" კვლავ მიიღო წერილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ამჯერად "მაგთიკომიდან", რაზეც "პირველმა" კვლავ უპასუხა, რომ მაგთიკომთან თანამშრომლობას არ აპირებდა, რაზეც არაერთხელ გააფრთხილა "კავკაუს ონლაინი". "პირველმა" "მაგთიკომს" "კავკასუსისთვის" გაგზავნილი ოფიციალური წერილის შესახებაც აცნობა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ აპირებდა მასთან თანამშრომლობას. თუმცა მიუხედავად ამისა, 10 სექტემბერს, შპს "პირველმა" ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მიიღო შეტყობინება, რომ კომპანიას გააჩნია „მაგთიკომის“ მიმდინარე დავალიანება მაშინ, როდესაც პირველი აგვისტოდან, შპს "პირველი" სხვა პროვაიდერის მომსახურებით სარგებლობს, შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებდა "მაგთიკომის" მომსახურებით. შპს "პირველისთვის" გაუგებარია, რატომ არიცხავს კომპანია გადასახადს იმ შპს-ს, რომელიც მისი მომსახურებით პირველი აგვისტოდან აღარ სარგებლობს. აღნიშნულ ფაქტზე კომპანია "პირველი" "მაგთიკომს" 10 სექტემბერს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ "პირველი" აღნიშნულის შესახებ პასუხს 12 სექტემბერს მიიღებდა. 12 სექტემბერს, შპს "პირველი" კვლავ დაუკავშირდა "მაგთიკომს", თუმცა დაპირების მიუხედავად, კომპანიამ მათგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)