|
2016-09-12 16:20:43, 779 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ლევან გოთუას სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისში კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი - ლევან გოთუას სახელობის სკვერი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გოთუას ქუჩაზე, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის სკვერის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ლევან გოთუას ოჯახის წევრები და ახლობლები, მწერლები და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ ადგილზე ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მოეწყო სივრცე, სადაც ყველა ასაკის და კატეგორიის ადამიანს შეუძლია გაერთოს, ისეირნოს, ივარჯიშოს და, შესაბამისად, უფრო კმაყოფილი დაბრუნდეს სახლში. თანამედროვე საპარკე ავეჯის დამონტაჟებისა და გამწვანების საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების გარდა, სკვერში გაკეთდა სპეციალური სავარჯიშო კუთხეც, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ჯანსაღი თაობის აღზრდას ემსახურება. წელს თბილისის მერიამ 10 მასშტაბური სკვერისა და მოედნის რეკონსტრუქცია განახორციელა, რაიონული გამგეობების მეშვეობით კი, თბილისის სხვადასხვა რაიონში, შედარებით მცირე ზომის სკვერები კეთილმოეწყო“- განაცხადა დავით ნარმანიამ სკვერში დაიდგა მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის ავტორობით შექმნილი მწერლის მონუმენტი, რომელიც ლევან გოთუას ოჯახმა სკვერს საჩუქრად გადასცა. 1974 წელს გაშენებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა. რეკონსტრუქციის ფარგლებში, სკვერში მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა და საბავშვო მოედანი, დაიდგა კომფორტული დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, მოიკირწყლა საფეხმავლო ბილიკები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა. სკვერის მთელ ტერიტორიაზე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. განახლებული სკვერის გარშემო დეკორატიული ღობე მოეწყო. სკვერის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 186 000 ლარი გამოიყო. (NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)