2016-09-12 14:29:26, 710 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა.
როგორც ”ექსპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან