04:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 10:01:10, 1176 ნახვა

საზოგადოება
ყურბან-ბაირამის დღესასწაული ბათუმში

მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. 

ყურბან-ბაირამობა რამაზნის მარხვიდან, 70-ე დღეს აღინიშნება და დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.

ყურბან-ბაირამის დღესასწაული ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვში არ აღინიშნება, იგი ყოველ მომდევნო წელს ათი დღით ადრე იწყება. წელს ეს დღესასწაული 12 სექტემბერსაა. 

მუსულმანთა დღესასწაული ეძღვნება იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად მიტანას. ღმერთისადმი ერთგულების გამო, უზენაესმა იბრაჰიმს მსხვერპლი კრავით შეუცვალა.

ბათუმის მეჩეთში შეკრებილ მუსლიმებს დღევანდელი დღე  ბათუმის  მერმა გიორგი ერმაკოვმა და საქართველოს მუფთმა მიულოცეს.

"მინდა,  მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ ძმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული, დღევანდელი დღე. ძალიან დიდი  დღესასწაულია. მინდა, ვუსურვო თმენის ვალდებულების კარგად შენახვა. ყველა ამ ყურბანს მიიტანს და თავის მეგობარს, მეზობელს, გაჭირვებულ ადამიანებს მიართმევს და ღმერთმა ყველას შეუწიროს. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს"- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

საქართველოს მუფთის თქმით, დღევანდელი დღე ურთიერთდახმარების,  ურთიერთსიყვარულისა შერიგების დღეა.

"პირველ რიგში ყველა მუსლიმს და  არა მარტო საქართველოში მცხოვრებს, არამედ საქართველოს ფარგლებ გარეთ ყველა ქართველს და ყველა მუსლიმს მივულოცავ დღევანდელ ძვირფას ყურბან ბაირამის დღესასწაულს.

დღევანდელი დღე არის ურთიერთდახმარების, ურთიერთსიყვარულის, შერიგების დღე.
დღევანდელი დღე არის ობლების,  გაჭირვებულების, დახმარების დღე.

დღეს ყველა ჩვენთაგანი მსხვერპლშეწირვის ყურბანს ვზეიმობთ,  არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო ზეომობს ამ დღესასწაულს და ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ხვთისწყალობა მიიღოს დღევანდელი დღის მადლით.  მინდა, დღევანდელი დღის მადლით დავლოცო ჩვენი ქართველი მორწმუნე, ყველა მუსლიმანი და დავლოცო საქართველო, ჩემი ქვეყანა"-აღნიშნა საქართველოს მუფთმა.

ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ყურბანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად ემზადებიან. რამდენიმე მუსლიმური ოჯახი პირუტყვს დაკლავს და საქონლის ხორცს თანაბრად გაანაწილებს, რის შემდეგაც თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ნათესავებსა  და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს. 

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აჭარის მთავარ მეჩეთში მომლოცველებმა მისვლა დილის 7 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით მისულ მუსლიმებს მლოცველთა სიმრავლის გამო,  ლოცვის შესრულება მეჩეთის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ   მოუხდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics