04:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 09:44:03, 596 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გივი მიქანაძე წარუდგინა.

მღებრიშვილმა აკადემიის რექტორს თანამდებობაზე დანიშვნა  მიულოცა და მასთან ერთად შსს-ს აკადემიის  საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და  სამომავლო გეგმები განიხილა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის პოლიციელთა განათლება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გიორგი მღებრიშვილმა  იმედი გამოთქვა, რომ ახალი რექტორი შსს-ს აკადემიის განვითარებას და რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს წარმატებით გააგრძელებს.

გივი მიქანაძემ შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება: შსს-ს აკადემიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შექმნა; ინოვაციური მეთოდოლოგიისა და ახალი პროგრამების  დანერგვა;  საგამომცემლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

სამართლის ექსპერტი გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, სისხლის სამართლის თანამშრომლობის დეპარტამენტში, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი და ესექსის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სამართლის მაგისტრია. გივი მიქანაძე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics