04:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 14:51:06, 756 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება

საქართველოს შუაგულში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელიც იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი «ქართუ».

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის.

სტუდენტთა პირველ ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი «ქართუ».

ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია 12 სექტემბერს, 10: 30 საათზე, ქუთაისში გაიმართება,  რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

მისამართი: ქ. ქუთაისი, მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული, რიონჰესის დასახლება. ტერიტორია მოქცეულია თბილისი-ქუთაისის ძველ და ახალ მაგისტრალებს შორის, ქუთაისი- ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics