|
2016-09-11 10:25:10, 767 ნახვა
საზოგადოება
გერმანელმა ჟურნალისტებმა ქართველი სამართალდამცველების მუშაობა დადებითად შეაფასეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანელ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ წამყვანი გერმანული ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ გერმანელ ჟურნალისტებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. შალვა ხუციშვილმა უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დაგეგმილ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს შსს-სა და ევროპის პოლიციის სამსახურს (EUROPOL) შორის, რაც დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის. შალვა ხუციშვილმა გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუმრებმა ქართველი სამართალდამცველების მუშაობა დადებითად შეაფასეს. მათ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შს სამინისტროს თანამშრომლების ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა ქართველი სამართალდამცველების ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. (NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)