04:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 13:29:46, 814 ნახვა

საზოგადოება
კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა გრძელდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.

მერიის ინფორმაციით,კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დასრულდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები და კიუვეტების მოწყობა. მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობის სამუშაოები, დაიგო ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის სტრატეგიული  გზა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ქალაქის ისტორიულ ნაწილში.

„კრწანისი-შინდისის გზის მონაკვეთზე უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. პირველი ფენის დაგება სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება გზის მეორე საფარის დაგება. საინჟინრო ნაგებობები დასრულებულია, პარალელურად კეთდება  გვერდულები და ისხმება კედლები. ვვარაუდობთ, რომ პირველი ოქტომბრისთვის ყველა ტიპის სამუშაო მთლიანად დასრულდება და გზაზე მოძრაობა გაიხსნება. ამ გზით გადაადგილდებიან ის ავტომანქანები, რომლებიც  თავისუფლების მოედნიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდნენ. შესაბამისად,  ქალაქის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე, მოძრაობა  მნიშვნელოვნად განიტვირთება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics