|
2016-09-09 20:19:55, 860 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიანმა წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად 10 დღიანი ღონისძიებების ციკლი დაანონსა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ცოტნე ზურაბიანმა შეაფასა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი და 10 დღიანი ღონისძიებების ციკლი დაანონსა. ცოტნე ზურაბიანის თქმით, ღონისძიებების მთავარი მიზანი არის წყალტუბოს, როგორც ტურისტული და ბალნეოლოგიური ცენტრის პოტენციალის ჩვენება საზოგადოების ფართო სპექტრისთვის. ასევე, მისი წარმოჩენა, როგორც ბიზნეს საქმიანობის ხელშემწყობი გარემო. „დღეიდან ვიწყებ ათ დღიან ღონისძიებების ციკლს წყალტუბოს ტურისტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციისთვის. მაქსიმალურად გვექნება წარმოჩენილი წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის პოტენციალი. ჩატარდება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესთან და მეწარმეებთან შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი - თითოეულ შეხვედრაზე წარმოჩენილი იქნება წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი და საუბარი იქნება თუ რატომ არის წყალტუბო კარგი ადგილი ინვესტიციის ჩადებისთვის. თითოეული დღე წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა. მისივე თქმით, წყალტუბოში ასევე გაკეთდა ახალგაზრდული სივრცე - დაწესებულება მოემსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს ჩაატაროს სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრები/ტრენინგები; კეთდება „ვირტუალური ტური წყალტუბოში“, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს კურორტის პოტენციალს. იწყება კამპანია წყალტუბო „მწვანე ქალაქი“, რომლის მიზანია ეკოლოგიური განათლების კუთხით ხელი შეეწყოს გარემოს დაცვასა და ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ღონისძიებების ციკლი, რომელიც ათი დღის განმავლობაში ჩატარდება, წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად მოსახლეობასთან პირველი ეტაპის შეხვედრების შემდეგ შემუშავდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა და 20 სექტემბრიდან დაიწყება მეორე ეტაპი.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)