2016-09-09 18:01:53, 1400 ნახვა
სამართალი
გუგუთსა და ვალეში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „გუგუთი“ და „ვალე“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი, ხოლო 51 აბი ნარკოტიკული ნივთიერების მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან