2016-09-09 14:38:33, 1261 ნახვა
სამართალი
ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მშენებლობაზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116 -ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან