22:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 12:00:15, 1270 ნახვა

სამართალი
N16 პენიტენციურ დაწესებულებას ლატვიის იუსტიციის მინისტრი ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციიის წევრებთან ერთად, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დეტალურად გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. გაესაუბრნენ ხის მხატვრული დამშავების კურსში ჩართულ მსჯავრდებულებს.

დაწესებულებაში ვიზიტის მიზანი პენიტენციური დაწესებულებების მართვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროექტებზე ქართული პრაქტიკის გაცნობა იყო.

ლატვიის პენიტენციურ დაწესებულებათა დირექტორის ილონა სპურეს შეფასებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგილი პროგრამები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ღირსეულად ინტეგრაციას.

„ისტორიულად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულთა მხოლოდ იზოლირება მათი გამოსწორების საწინდარი ვერ გახდება. მნიშვნელოვანია მათთან აქტიურად მუშაობა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვა. ამ მხრივ, აღვნიშნავდი სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს, რომლებიც მათ არა მხოლოდ რეაბილიტაციაში ეხმარება, არამედ შემოსავლის წყაროდაც იქცევა,“ - განაცხადა ილონა სპურემ.

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით ესტუმრა. ის სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითაც მიმართა. დღესვე დაგეგმილია ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გააფორმება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics