17:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 22:03:06, 562 ნახვა

სპეციალური ანონსი
9 სექტემბრის სპეციალური ანონსი

9 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში“ 18 არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერს ხელს.

9 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების წარსადგენად პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი დოროტა დლოუხი-სულიგა გახსნიან. 

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლებს მოინახულებს.
მის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლქვი 
საკონტაქტო პირი დალი გოგოლაძე - 595 01 71 74

9 სექტემბერს, 11:30 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ (Twinning) დახურვასთან დაკავშირებული კონფერენცია.
მის.: ქეთევან დედოფლის N96 ( სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისი)
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99

9 სექტემბერს, 11:30 საათზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის დეპუტატი და საარჩევნო სიის წევრი თემურ ჭკუასელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მაჟორიტარობიდან მოხსნასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხებს, ასევე, ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

9 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიცკი, თემაზე - "კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში“ კონფერენციას გახსნიან. 
მის.: ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ. #45; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზი

9 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბორჯომში კულტურის სახლის წინ, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის ბანკი და ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ ხაჩიძე ერთობლივ აქციას გამართავს.

9 სექტემბერი, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 სექტემბერს, 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სტრუქტურები ქართული კინოს მხარდასაჭერად გაერთიანდებიან. 

9 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბორჯომში, კულტურის სახლში ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და ქ. ბორჯომის მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე მხარდამჭერებს შეხვდებიან და საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics