03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 18:53:26, 1989 ნახვა

საზოგადოება
მარი კორკოტაძე: შშმ პირები ქვეყანაში თითქმის ყველა სახის პრობლემებს აწყდებიან (ინტერვიუ)

შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  პირთა დისკრიმინაცია - პრობლემა, რომელიც მრავალი ღონისძიებისა თუ კამპანიის მიუხედავად, ამ დრომდე  მოუგვარებელია.

რა უნდა გაკეთდეს შშმ პირების უფლებების დასაცავად, ვის უნდა მიმართონ მათ კანონდარღვევის შემთხვევაში, რა ვალდებულებები ეკისრებათ სახელმწიფოსა და არასამტავრობო ორგანიზაცაციებს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად - ამ და სხვა საკითბზე „ექსპრესნიუსი“არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელს მარი კორკოტაძეს ესაუბრა.

ქალბატონო მარი, პირველ რიგში თქვენს ორი წლის წინ დაწერილ წერილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სადაც მშობლებს მიმართეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან არ ჩამოსულიყვნენ - როგორ ფიქრობთ, 2014 წელთან შედარებით, ამაღლდა თუ არა საზოგადოების ცნობიერება შშმ ბავშვებთან მიმართებაში?

-სწორედ იმ წელს, როდესაც დავწერე ჩემი ბლოგი „არ ჩამოხვიდეთ ავტობუსიდან“, შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“, რომლის ერთ-ერთი ამოცანა იყო საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და მოგზაურობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ ამოცანის შესასრულებლად უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირება და ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხებზე. შედეგად კი უნდა გაზრდილიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ცნობიერება შეზღუდული შესაძელბლობის მქონე პირთა მომსახურებასთან დაკავშირებით, პასუხიმგებელ ორგანოს კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა. მიიწურა 2016 წელი და მძღოლები ისევ აიძულებენ შეზღუდული შესაძელბლობის მქონე  ბავშვების მშობლებს რომ ჩავიდნენ ავტობუსიდან.

თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციას რამდენად ხშირად მომართავენ ადამიანები და ძირითადად, რა სახის პრობლემებს განიცდიან ისინი?

-შშმ პირები ქვეყანაში თითქმის ყველა სახის პრობლემებს აწყდებიან, იქნება ეს ღირსების შელახვა, არასათანადო მოპყრობა თუ სერვისების არ არსებობა, მაგრამ ძირითადად ბაღებში და სკოლებში არსებული პრობლემებს, რადგანაც არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და მათი შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა.

 ახლახანს ქალბატონი, ეკა მაისურაძემ განაცხადა, რომ ის მძღოლმა ავტობუსიდან ჩამოსვა, რადგან მისი შვილი იყო შშმ პირი. რამდენად ხშირია მსგავსი შემთხევები და რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს მშობელმა?

-არავის  აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ასეთი შემთხვევები ხშირია, უბრალოდ ყველა არ საუბრობს ამაზე ხმამაღლა. რა თქმა უნდა მშობელმა არ უნდა ჩამოიყვანოს ბავშვი ტრანსპორტიდან და თუ მას მაინც აიძულებენ, უნდა მიმართოს პატრულს, დარეკოს ცხელ ხაზზე , საჩივრით  მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მოითხოვოს სასწრაფო რეაგირება.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მათ საზოგადოებასთან ინტეგრირება მოახდინონ?

-ამ დროს ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობელბი და სახელმწიფო წარმომადგენლები და ერთობლივი თანამშრომლობით იზრუნონ საზოგადოების და მათ შორის მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე. მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ არიან შეზღუდული შესაძელბლობის მქონე პირები და რისი უფლება აქვთ მათ,  როდესაც ყველას ეცოდინება საკუთარი და სხვისი უფლებების შესახებ თავიდან ავიცილებთ ისეთ ქაოსს, რაც დღეს არსებობს. მე მაქვს ერთი წინადადება სახელმწიფოსთან, გარდა მძღოლების დატრენინგებისა, კარგი იქნება თუ გადაიღებენ ვიდეო რგოლებს ამ თემასთან დაკავშირებით და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ მონიტორებზე აჩვენეს მათ, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია. ინფორმაციის გასავრცელებლად კი ამაზე უკეთეს ადგილს სად ვნახავთ?

სახელმწიფოს გარდა, რა პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავად საზოგადოებასა და მშობლებს? რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ პრობლემის მოსაგვარებლად?

მე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშის მშობელი და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ყველაფერს ვაკეთებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, სახელმწიფო მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ იშვერს ხელს, მაშინ როდესაც ცნობიერების ამაღლება მისი ვალდებულებაა. იგივე ზემოთ ხსენებულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია აწარმოოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერი კამპანიები და სოციალური რეკლამები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გააშუქოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემის საკითხები.

 

ავტორი: ბესო კუნელაური





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics