03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 15:02:51, 662 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს.

მონაწილეებს ჯანდაცვის სანისტროს წარმომადგენლები ელექტრონული რეცეპტის მოხმარების ინსტრუქციას დეტალურად გააცნობენ. ფარმაცევტებს საშუალება ექნებათ, პერმანენტულ რეჟიმში დასვან კითხვები, ისაუბრონ ელექტრონულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მიიღონ საჭირო რეკომენდაციები.

სასწავლო კურსის  მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული დაესწრო.

მისი განცხადებით, 1 თვის მონაცემებით დღეში დაახლოებით 100 ელექტრონული რეცეპტი იწერება, რაც საკმაოდ კარგი დასაწყისია და ოქტომბრის ბოლოსთვის თბილისის მასშტაბით სისტემაში  250 სააფთიაქო დაწესებულება იქნება ჩართული.

პირველ ეტაპზე სასწავლო კურსში  70 ფარმაცევტი ჩაერთო. აღნიშნული ტრენინგები ფარმაცევტებისთვის 4 ეტაპად ჩატარდება. ელექტრონული რეცეპტის ტესტირება 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ჯანდაცვის პროვაიდერი, საოჯახო მედიცინისა და ფარმაცევტული ქსელებიდან, ასევე აფთიაქებიდან სუბიექტები სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერთნენ. ელექტრონული რეცეპტი საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში ეტაპობრივად გავრცელდება და ყველა მსურველს ცხელ ხაზზე დარეკვით სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. თავდაპირველად ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics