02:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:40:27, 770 ნახვა

საზოგადოება
ქვესადგურის „ქსანი-500“ რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

2016 წლის 7 სექტემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ცერემონია საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქ-ნი იეშიმ ელჰან-კაიალარი და კომპანია Siemens Austria-ს წარმომადგენელი გერდ პოლჰამერი.

”ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მაჩვენებელია. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში კახა კალაძემ.

„ჩვენი მიზანია უცვლელია: გავაძლიეროთ შიდა ქსელი, დავაკავშიროთ ახალი გენერაციის წყაროები სისტემასთან და გავზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გადადინების შესაძლებლობა“, - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისისა და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყო ელექტროენერგიის ექსპორტსა და იმპორტს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics