2016-09-07 18:36:58, 608 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ს ლიდერები გორში იმყოფებოდნენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გორში იმყოფებოდნენ. პარტიული სიის ათეულის წევრებმა დავით ბაქრაძემ, სანდრა რულოვსმა, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ რეგიონსა და ქალაქში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
პარტიის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებს ენმ-ის საარჩევნო პროგრამა და გეგმები გააცნეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან