22:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:34:01, 1258 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ტალებ რიფაის შეხვდა

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული. კონფერენცია საქართველოში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდითა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატრონაჟით 7–9 სექტემბერს იმართება. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპატიო სტუმარს გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც საქართველოს ტურიზმის სექტორში გამოიკვეთა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების სტრატეგიის შესახებ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაინტერესდა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიით და ქართულ მხარეს მისი განხორციელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრენდი „საქართველო“ გახდეს უფრო მეტად პოპულარული მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და ამ მიმართულებით, საქართველოს გაეროს აღნიშნული ორგანიზაცია მხარდაჭერას აღმოუჩენს. 

შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარებას. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 42 ქვეყნის 250–ზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ფორუმი სწორედ საქართველოში ტარდება. მისი განცხადებით, აღნიშნული კონფერენციის ჩატარება გაცილებით პოპულარულს გახდის საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყანას და ღვინის სამშობლოს და აამაღლებს მის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით.

 (NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics